1921 წლის 24 ივნისს შიო დედაბრიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თხოვნა კოოპერატიული ბიბლიოთეკისთვის „ვეფხისტყაოსნის“ ქართველიშვილისეული გამოცემის 50 000 მანეთად დათმობის შესახებ. გამგეობამ ერთი ეგზემპლარის 100 000 მანეთად მიცემა გადაწყვიტა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 22341 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/22341]; წვდომის თარიღი: 2019-09-17