1921 წლის 24 ივნისს შიო დედაბრიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მომსახურე პირებმა პურის რაციონისთვის განკუთვნილი თანხის გადახდა სთხოვეს. მუშებს პურით მომარაგება 20 ივნისიდან შეუწყვიტეს. საკითხის განხილვა გადაიდო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 22343 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/22343]; წვდომის თარიღი: 2019-09-17