1921 წლის 24 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სპეციალური კომისიის მოხსენება, რომელიც ეხებოდა ილიას ძეგლის ადგილის გამაგრებას. გამგეობამ დაადგინა, მიეწოდებინა ხელოვანთა კავშირის გამგეობისთვის ცნობები ილიას ძეგლის მდგომარეობის შესახებ და მათთვის მიენდო ამ საკითხთან დაკავშირებით ზომების მიღება.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 22347 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/22347]; წვდომის თარიღი: 2019-08-18