1921 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ილიას ძეგლის ადგილის შესაკეთებლად თანხის გადადების საკითხი განიხილეს. გამგეობამ ილიას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება და მოსაზრებების გამგეობისთვის წარდგენა ნინო ნაკაშიძესა და ქრისტინე შარაშიძეს დაავალა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 22352 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/22352]; წვდომის თარიღი: 2019-09-16