1913 წლის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებისთვის სხვადასხვა დაწესებულებაში შეგროვებული შვიდი ყულაბიდან ყველაზე მეტი თანხა – 104 მანეთი შავი ქვის მრეწველთა კრების საბჭოს მოლარის, დავით როსტომის ძე ჭუბაბრიას ყულაბაში აღმოჩნდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ქუთაისის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 22375 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/22375]; წვდომის თარიღი: 2019-10-17