1921 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას სენაკის განყოფილების გამგეობა აუწყებს, რომ ადგილობრივმა რევკომმა ჩამოართვა მას მაღაზია და სხვა ქონება და რჩევისთვის მიმართავს მთავარ გამგეობას. მთავარმა გამგეობამ გადაწყვიტა შინაგან საქმეთა კომისრისა და განათლების კომისარიატის წინაშე შუამდგომლობა ჩამორთმეული ქონების სენაკის განყოფილებისთვის დაბრუნების საკითხზე. ასეთივე პრობლემა ყოფილა ბორჯომის განყოფილებაშიც და გამგეობამ ამ საქმესთან დაკავშირებითაც გადაწყვიტა შუამდგომლობა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 22393 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/22393]; წვდომის თარიღი: 2019-08-22