1921 წლის 3 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების თავმჯდომარის, დავით კარიჭაშვილის მოვალეობის აღმსრულებელ შიო დედაბრიშვილის ჯამაგირის დანიშვნის საკითხი. გამგეობამ გადაწყვიტა კარიჭაშვილის ერთთვიანი შვებულების დროს დედაბრიშვილისთვის იმდენივე გადაეხადათ, რამდენსაც კარიჭაშვილი იღებდა, კერძოდ, 50 000 მანეთი (დადგენილების მიღებაში შ. დედაბრიშვილი არ მონაწილეობდა).

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 22400 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/22400]; წვდომის თარიღი: 2019-09-17