ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22458

ფაქტი 22458

1909 წლის 20 დეკემბერს გამართულ კრებაზე დადგინდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩოხატაურის განყოფილების დაარსება. გამგეობის თავმჯდომარედ დასახელდა სერგო ნიკოლოზის ძე რუხაძე, ხოლო წევრებად – ექიმი მელიტონ გიორგის ძე არიშიძე (არეშიძე), სილიბისტრო რომანოზის ძე თავართქილაძე, გრიგოლ როსტომის ძე თავდგირიძე, ბესარიონ დოლიძე, თომა ბესარიონის ძე მეგრელიშვილი და დიმიტრი კოტრიკაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22458; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .