ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22502

ფაქტი 22502

1881 წლის 21 დეკემბერს მასწავლებელი ტრიფონ კაჭარავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, ბოდბისხევის სასოფლო სკოლის მოსწავლეთათვის გამოეგზავნათ ადვილად საკითხავი წიგნები. მისი აზრით, მსგავსი წიგნები სასარგებლო იყო ხალხში წიგნის კითხვის გავრცელებისთვის.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22502; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .