ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22535

ფაქტი 22535

1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე იმსჯელეს მაღაზიების სამუშაო გრაფიკის შესახებ. მთავრობის განკარგულების მიხედვით, მაღაზიები ღია უნდა ყოფილიყო დილის 9 საათიდან საღამოს 5 საათამდე. საზოგადოების მაღაზიის გამგის აზრით, სავსებით შესაძლებელი იყო მაღაზიის დილის ცხრის ნახევარზე გაღება და ოთხ საათზე დაკეტვა. გამგეობა ამ მოსაზრებას დაეთანხმა. ოქმს ხელს აწერენ: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შიო ზაქარიას ძე არაგვისპირელი (დედაბრიშვილი), კირილე იესეს ძე ნინიძე, მეთოდე მიხეილის ძე კაკაბაძე, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, ს. ბახტაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22535; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .