1916 წელს ხონში, მათხოჯში, გორდაში, ნაოღალევში (მარტვილი), ნახუნავოსა და სალხინოში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილებას (თავმჯდომარე მათე ვასილის ძე ბახტაძე) ბიბლიოთეკა-სამკითხველოები ჰქონდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების ანგარიში | 1916-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 22583 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/22583]; წვდომის თარიღი: 2019-07-16