1916 წელს სასკოლო სექციამ (თავმჯდომარე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე) გალში (სამურზაყანო) სკოლის დაარსების ნებართვა მიიღო. მის ფინანსურ უზრუნველყოფაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებას უნდა ეზრუნა, მაგრამ ომით გამოწვეული მიზეზების გამო მან დაპირების შესრულებაზე უარი განაცხადა და სკოლის გახსნის პროცესი დროებით შეაჩერა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების ანგარიში | 1916-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 22613 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/22613]; წვდომის თარიღი: 2019-09-18