1926 წლის 4 თებერვლის წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომაზე განიხილეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამგეობის განცხადება ყოფილი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმის უნივერსიტეტისთვის გადაცემის შესახებ. უნივერსიტეტის გამგეობა დაეთანხმა წიგნსაცავ-მუზეუმის მიღებას ყველა პირობის დაცვით, რომელიც მომართვაში იყო ნაჩვენები. სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, მდივანი ვარლამ ბურჯანაძე და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

წყარო: წიგნების გამომცემელ-გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომების ოქმები და ჟურნალები | 1926-1926
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 22681 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/22681]; წვდომის თარიღი: 2019-06-16