ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2271

ფაქტი 2271

1918 წელს ოლქის უფროსმა, ინჟინერმა გიორგი თუმანოვმა გზათა მინისტრის, ივანე ლორთქიფანიძის დავალებით ფინანსთა მინისტრ გიორგი ჟურულს სთხოვა, გაეცა ბრძანება, რათა გაეგზავნათ საზღვაო და სამდინარო ნაოსნობის სააქციო-სატრანსპორტო საზოგადოების შემუშავებული წესდება, ასევე ცნობები, რამდენი სახელმწიფო გემის გადაცემა იყო შესაძლებელი საზოგადოებისთვის. ამ ცნობების გარეშე შეუძლებელი იყო კონცესიის პირობების საბოლოოდ დადგენა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2271; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .