1920 წლის განათლების სამინისტროს დეკრეტის პროექტის თანახმად 1921-1922 სასწავლო წელს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 156 პირველდაწყებითი სკოლის მეორე განყოფილება უნდა გახსნილიყო. არსებული და მომავალში გახსნილი სკოლებისათვის 600 პედაგოგის მომზადება იყო საჭირო.

წყარო: დეკრეტის პროექტები პირველდაწყებითი სკოლების მასწავლებელთათვის ექვსთვიანი კურსების დაარსების, სახალხო მასწავლებლების და საზღვარგარეთ მყოფი სტიპენდიატი სტუდენტების მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ | 1920-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 22755 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/22755]; წვდომის თარიღი: 2019-08-20