1920 წელს განათლების სამინისტროს დეკრეტის პროექტის თანახმად, სკოლების გაეროვნულების ფარგლებში შექმნილ გადამზადების კურსებზე პედაგოგებს 6 თვის განმავლობაში უნდა შესწავლათ  საზოგადო პოლიტიკა და მისი ისტორია, დიდაქტიკა, ქართული ენისა და არითმეტიკა-გეომეტრის მეთოდიკა, ქართული სიტყვიერების ისტორია, საქართველოს ისტორია, ბუნებისმეტყველება, საქართველოსა და მისი მოსაზღვრე რესპუბლიკების გეოგრაფია, ხელმარჯვეობა და ხატვა-ხაზვა.

წყარო: დეკრეტის პროექტები პირველდაწყებითი სკოლების მასწავლებელთათვის ექვსთვიანი კურსების დაარსების, სახალხო მასწავლებლების და საზღვარგარეთ მყოფი სტიპენდიატი სტუდენტების მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ | 1920-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 22760 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/22760]; წვდომის თარიღი: 2019-08-20