1921 წლის 13 მაისს ქ. შ. წ. კ. გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის გამგის განცხადება, რომელიც ეხებოდა წიგნების ფასების გადასინჯვას. განჩინების თანახმად, გამგეობამ პრეზიდიუმს მიანდო ეს საკითხი. გადაწყდა, რომ ფასების მომატება მაღაზიის გამგის მოსაზრებისა და თ. კიკვაძის მოხსენების გათვალისწინებით მომხდარიყო. წიგნების ნისიად გაცემა აიკრძალა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 22862 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/22862]; წვდომის თარიღი: 2019-08-17