ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22866

ფაქტი 22866

1921 წლის 8 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომელიც ეხებოდა ქართველ მოღვაწეთა პანთეონის ტერიტორიის გაფართოებას. დიდუბის ეკლესიის დეკანოზ მირიანაშვილის განცხადების თანახმად, სავსებით შესაძლებელი იყო პანთეონის დასავლეთით მდებარე 6000 საჟენი ფართობის ხეხილის ბაღის შემოერთება. ეს ტერიტორია ქალაქის კომუნალურ განყოფილებას ეკუთვნოდა. გამგეობამ დაადგინა, ეშუამდგომლა ქალაქის კომუნალური განყოფილების წინაშე ამ საკითხთან დაკავშირებით.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22866; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .