1909 წლის 14 ნოემბერს სამსონ ფირცხალავა ატყობინებს ქუთაისისა და ბაქოს განყოფილებებს, რომ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ გადაწყვიტა მომავალი წლიდან გამოსცეს საკუთარი ყოველთვიური საერთო ორგანო (უწყება), რომელშიც დაიბეჭდება სხვადასხვა სახის წერილები, ანგარიშები, ახალი წიგნების ბიბლიოგრაფია და რომელიც მოემსახურება ფილიალთა და მთავარი გამგეობის ურთიერთდაახლოების საქმეს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ქუთაისის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 22929 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/22929]; წვდომის თარიღი: 2019-09-20