1909 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე – ინფანტერიის გენერალი გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი – თბილისის გუბერნატორს ატყობინებს, რომ საზოგადოებამ თავისი წესდების პირველი პარაგრაფის საფუძველზე დაადგინა ქუთაისის ფილიალის გახსნა, რომლის გამგეობაშიც შევლენ არჩეული წევრები: გიორგი ფელიქსის ძე ზდანევიჩი (თავმჯდომარე), იოსებ ივანეს ძე ოცხელი, იაკობ სპირიდონის ძე ფანცხავა, იასონ თომას ძე ბაქრაძე, სილოვან თომას ძე ხუნდაძე, სამსონ გიორგის ძე ყიფიანი, ბართლომე პავლეს ძე მოსეშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ქუთაისის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 22946 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/22946]; წვდომის თარიღი: 2019-09-18