ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22970

ფაქტი 22970

1921 წლის 27 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის მოხსენება საზოგადოების საქმეთა შესახებ. გამგეობის დავალებით პრეზიდიუმს უნდა გაერკვია საზოგადოებისა და განათლების კომისარიატის ურთიერთობის საკითხი. პრეზიდიუმმა მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგინა საზოგადოების სამოქმედო გეგმა. მთავრობის თავმჯდომარის განკარგულებით დოკუმენტი დასკვნისთვის განათლების კომისარს გაუგზავნეს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22970; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .