ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22974

ფაქტი 22974

1921 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს სხდომის თავმჯდომარის მოხსენება საზოგადოების საქმეთა შესახებ. თავმჯდომარე და საზოგადოების მდივანი ყოფილან განათლების კომისართან საზოგადოებასა და განათლების კომისარიატს შორის ურთერთობის საკითხებზე. კომისარმა ვერც დადებითი და ვერც უარყოფითი პასუხი ვერ გასცა მათ. თავმჯდომარის წინადადებით გამგეობას უნდა აერჩია კომისია, რომელიც საქმის ვითარებას გააცნობდა რევკომის თავმჯდომარეს. გამგეობამ პრეზიდიუმს დაავალა რევკომის თავმჯდომარესთან მოლაპარაკება საზოგადოების საქმეთა შესახებ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22974; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .