1914 წლის 4 აპრილს მოსკოველი სტუდენტი ევგენი გუგუშვილი ატყობინებს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თბილისის გამგეობას, რომ სურს დაეხმაროს ოდიშის ერთ-ერთ 200 კომლიან სოფელს სამკითხველოს დაარსებაში, რომელიც სამომავლოდ საზოგადოების განყოფილებად გადაიქცევა. ამ საქმეში გამოუცდელი სტუდენტი სამოქმედო რჩევა-დარიგებას სთხოვს გამგეობას.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ქუთაისის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 22985 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/22985]; წვდომის თარიღი: 2019-10-17