1918 წლის 24 იანვარს გზატკეცილების სამმართველოს უფროსმა, ინჟინერი დადიანმა გზათა მინისტრს გაუგზავნა ა. ხოშტარიას რწმუნებულის თხოვნა გემების – „მიხეილისა“ და „დობროვოლსკის“– მათთვის მიყიდვის ან იჯარით მიცემის შესახებ და თვლიდა, რომ რადგან ნაოსნობის მოწყობა გზათა სამმართველოს ჰქონდა მინდობილი, გემების კერძო პირებზე გაყიდვა საზარალო იყო.

წყარო: გზათა სამინისტროს ბრძანებები და განკარგულებები ფოთის პორტის მიერ გემების მიღების და შავ ზღვასა და მდინარე რიონზე ნაოსნობის გახსნის შესახებ | ფონდი 1881 | ანაწერი 1 | საქმე 2
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 2314 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/2314]; წვდომის თარიღი: 2019-09-21