1912 წლის 27 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს არმავირის საკვირაო სკოლის გამგის თხოვნა, დახმარებოდნენ ფულით ან დაკლებული ფასებით გაეგზავნათ წიგნები. გამგეობამ არმავირის სკოლას უფასოდ გაუგზავნა წიგნები. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 23333 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/23333]; წვდომის თარიღი: 2019-08-22