1912 წლის 27 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა სენაკის სკოლის შესახებ, რომლის საფუძველზე გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქუთაისისა და სენაკის სკოლის სამზრუველოებს ეკისრათ ვექილობა და აღეძრათ საჩივარი თავადი მინგრელსკის წინააღმდეგ, იმ ადგილის დასამტკიცებლად სადაც მდებარეობდა სენაკის ძველი სკოლა, ამასთანავე სამზრუველოებს არ ჰქონდათ უფლება, დამოუკიდებლად მიეღოთ გადაწყვეტილება და რაიმე სახის პირობა წაეყენებინათ მინგრელსკისათვის. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 23334 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/23334]; წვდომის თარიღი: 2019-09-15