ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23368

ფაქტი 23368

1912 წლის 23 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ცნობა, რომ სენაკის სკოლა არ იყო უზრუნველყოფილი საჭირო ნივთებით, ხოლო თავადაზნაურთა ბანკი მათ დახმარებას ვერ აძლევდა, ამიტომ სკოლის გამგეობამ სთხოვა მთავარ გამგეობას დაეგირავებინა ის მიწა, სადაც მდებარეობდა სენაკის სკოლის ახალი შენობა, ხოლო ამ თანხით დაემთავრებინა შენობის მშენებლობა. გამგეობას ეს საკითხი არ განუხილავს. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23368; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .