1912 წლის 1 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა გააკეთა მოხსენება საზოგადოების მუზეუმისა და საისტორიო საეთნოგრაფიო მუზეუმების გაერთიანების შესახებ. გამგეობამ დავით კარიჭაშვილს დაავალა უსასყიდლოდ შეესრულებინა მუზეუმის გამგის მოვალეობა, ხოლო მის თანაშემწეებად აერჩია ის პიროვნებები, რომლებსაც თავად ისურვებდა. ასევე გამგეობამ დ. კარიჭაშვილს სთხოვა წარმოედგინა მუზეუმის სრული კატალოგი და ეზრუნა მუზეუმის განახლებისთვის, რისთვისაც გამგეობამ 10 თუმანი გადადო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 23458 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/23458]; წვდომის თარიღი: 2019-06-24