1912 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ ავჭალის ბიბლიოთეკის გამგის განცხადებით სექტემბრის თვეში უსახსრობის გამო დროებით დაკეტეს ბიბლიოთეკა, იმ დროისთვის კი გახსნას ვერ ახერხებენ და გამგეობას სთხოვენ წიგნების გატანას. გამგეობამ დაადგინა: გამოეტანათ ბიბლიოთეკიდან წიგნები და ბიბლიოთეკა დაკეტილად გამოეცხადებინათ. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 23478 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/23478]; წვდომის თარიღი: 2019-09-19