1912 წლის 1-ელ ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შიო დედაბრიშვილი, გრიგოლ რცხილაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, შალვა მიქელაძე, ფილიპე მგელაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი და იპოლიტე ვართაგავა. სხდომაზე წარმოადგინეს დაბა ოჩამჩირეში მცხოვრები ქართველების თხოვნა, რომ სურთ გახსნან საზოგადოების განყოფილება. მათ თხოვნაზე ხელი აქვს მოწერილი 40 ადამიანს და ასევე წარმოდგენილი აქვთ საწევრო თანხა 120 მანეთი. გამგეობამ დააკმაყოფილა მათი თხოვა და დაადგინა, რომ გაეხსნათ საზოგადოების განყოფილება დაბა ოჩამჩირეში.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 23493 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/23493]; წვდომის თარიღი: 2019-08-19