1912 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე ყიფშიძე, სერგი გორგაძე, შიო დედაბრიშვილი, დავით კარიჭაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი და ფილიპე მგელაძე. სხდომაზე წარმოადგინეს კიევის კომერციულ ინსტიტუტში არსებული ქართული კულტურული წრის გამგეობის თხოვნა, რომ უფასოდ გაეგზავნათ მათთვის წიგნები. გამგეობამ მათ 5 მანეთის წიგნები გაუგზავნა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 23495 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/23495]; წვდომის თარიღი: 2019-08-19