1912 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე ყიფშიძე, სერგი გორგაძე, შიო დედაბრიშვილი, დავით კარიჭაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი და ფილიპე მგელაძე. სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუბში გაუხსნიათ აკაკის სახელობის უფასო წიგნსაცავი და სამკითხველო, სადაც შეგროვებული ჰქონიათ 600 მანეთის აუკინძავი წიგნები და გამგეობას სთხოვენ დახმარებას წიგნების აკინძვაში. გამგეობამ უსახსრობის გამო მათი თხოვნა ვერ დააკმაყოფილა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 23496 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/23496]; წვდომის თარიღი: 2019-09-23