ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23501

ფაქტი 23501

1912 წლის 18 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, დავით კარიჭაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, ფილიპე მგელაძე, შიო დედაბრიშვილი, სერგი გორგაძე და იპოლიტე ვართაგავა. სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა ალექსანდრე ხახანაშვილის „სიტყვიერების ისტორიის“ შესახებ, რომლის თანახმად, წიგნი თითქმის გაუყიდიათ, ხოლო მეორე ტომი „მეცხრამეტე საუკუნის ისტორია“ განსვენებულს გადაუცია საზოგადოებისთვის, რომელიც ხელნაწერი იყო და შესწორება ესაჭიროებოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23501; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .