1912 წლის 18 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, დავით კარიჭაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, ფილიპე მგელაძე, შიო დედაბრიშვილი, სერგი გორგაძე და იპოლიტე ვართაგავა. სხდომაზე წარმოადგინეს ბათუმის განყოფილების თხოვნა, რომ ესესხებინათ მათთვის 3000 მანეთი. გამგეობამ დაადგინა: მიეწერათ ბათუმის განყოფილების გამგეობისთვის, რომ რადგან მთავარ გამგეობას არ ჰქონდა საკმარისი თანხა გასასესხებლად, მათ თხოვნას განიხილავდნენ საზოგადოების წევრთა საერთო კრებაზე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 23505 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/23505]; წვდომის თარიღი: 2019-08-19