1912 წლის 11 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შალვა მიქელაძე, სერგი გორგაძე, ფილიპე მგელაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, შიო არაგვისპირელი, ლუარსაბ ბოცვაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი და ალექსანდრე ყიფშიძე. სხდომაზე განიხილეს საკითხი გამგეობის წევრთა შორის შრომის განაწილების შესახებ. გამგეობამ დაადგინა, რომ სექციების მაგიერ გამგეობის მოქმედება დროებით გამოსაცდელად უნდა გაეყოთ რამდენიმე დარგად, რომელიც მიენდობოდა გამგეობის თითოეულ წევრს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 23523 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/23523]; წვდომის თარიღი: 2019-08-21