1912 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა გიორგი ყაზბეგი წარმოადგინეს ცნობა, რომლის თანახმად ქუთაისისა და სენაკის პირველ დაწყებით სკოლებს ჰყავდა სამზრუნველო, რომელიც აირჩიეს დიდი ხნის წინ და სასურველი იყო ახალი სამზრუნველოს არჩევა. გამგეობამ დაასახელა 9 პირი, რომელთაც შესთავაზეს მზრუნველის თანამდებობა, აქედან 3 პიროვნება დათანხმებულა, ხოლო დანარჩენისგან გამგეობას პასუხი არ მიუღია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 23526 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/23526]; წვდომის თარიღი: 2019-09-15