ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის (თავმჯდომარის ამხანაგი - ი. ოცხელი, მდივანი - ი. ბაქრაძე) 1911 წლის ანგარიშის თანახმად, დრამატულ საზოგადოებას ვალად აქვს ილია ჭავჭავაძის ფონდის გასაძლიერებლად 1910-1911 წლებში პეტრე ყიფიანის თაოსნობით გამართული ორი საღამოს თანხა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ქუთაისის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 23556 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/23556]; წვდომის თარიღი: 2019-11-19