ი. მ. შტრანგისა და ა. მ. ხოშტარიას ნდობით აღჭურვილი პირი რაფიელ მოისეის ძე შტრანგი (სამხედრო სამინისტროს კონტრაგენტი ფქვილით მომარაგების და მთავრობის ხელშეკრულების საფუძველზე საქონლის გაცვლაში) 1919 წლის 17 იანვარს გზათა მინისტრს ტვირთის გადასაზიდად სატრანსპორტო საშუალებებს სთხოვდა. კერძო გემების დაქირავება წამგებიანი იყო როგორც კავკასია-შავი ზღვის სავაჭრო-სამრეწველო სააქციო საზოგადოებისთვის, ასევე ხაზინისთვის, რადგან ზრდიდა ზედნადებ ხარჯებს, რაც საქონლის ღირებულებას აძვირებდა და შავ ზღვაზე რეგულარული მიმოსვლის არარსებობის გამო პურის შემოტანას აფერხებდა .

წყარო: გზათა სამინისტროს ბრძანებები და განკარგულებები ფოთის პორტის მიერ გემების მიღების და შავ ზღვასა და მდინარე რიონზე ნაოსნობის გახსნის შესახებ | ფონდი 1881 | ანაწერი 1 | საქმე 2
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 2358 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/2358]; წვდომის თარიღი: 2019-11-21