1912 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთეს სოფელ შრომაში სკოლის გახსნის შესახებ, რასაც თან ერთვის ცნობა, რომ დირექციამ თანხმობა განაცხადა სკოლის გახსნის თაობაზე და ასევე მათივე გადმოცემით სკოლის შენობა მზად ყოფილა, მხოლოდ თანხა იყო საჭირო პედაგოგთა ხელფასისათვის და სკოლის ინვენტარისთვის. გამგეობამ სკოლების რევიზიის კომისიას დაავალა წარმოედგინათ თავიანთი მოსაზრება შრომაში სკოლის გახსნის შესახებ. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 23641 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/23641]; წვდომის თარიღი: 2019-11-13