1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ირაკლი ივანეს ძე რამიშვილმა განაცხადა, რომ, როცა ილიასეულ სახლ-კარს საზოგადოება განაგებდა, მამულში შემოსავალი არ იყო, მაგრამ როგორც კი სახლის პატრონობა ბანკის რწუნებულმა გადაიბარა, შემოსავალი მაშინვე გაჩნდა. რამიშვილის აზრით, საჭირო იყო, ილიას კარ-მიდამოსთვის სპეციალისტებს ეპატრონათ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 23783 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/23783]; წვდომის თარიღი: 2019-09-16