1914 წლის 9 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი სპირიდონის ძე ლომთათიძემ განაცხადა, რომ საზოგადოებას ვაჭარ იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძისთვის უნდა ჩამოერთმია მის მიერ უკანონოდ გამოცემული ეგნატე მაკარის ძე ხრამელაშვილის წიგნები და მისთვის სხვისი ქონებით სარგებლობის უფლება არ მიეცა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 23797 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/23797]; წვდომის თარიღი: 2019-09-21