1912 წლის 1-ელ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ ატენის სკოლაში მუშაობის სურვილი გამოთქვა ორმა ქალბატონმა, რაზედაც გამგეობამ განაცხადა, რომ სანამ გიორგიწმინდის სკოლის საქმეს არ გადაწყვეტდნენ, მანამდე გადაედოთ ატენის სკოლის საქმე. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 23829 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/23829]; წვდომის თარიღი: 2019-08-25