1918 წლის 6 სექტემბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველ სხდომაზე მოისმინეს მთავრობის საქმეთა მმართველის მოხსენება აფხაზეთში მიმავალი კომისიის ხარჯებისა და მოხელეთა შესახებ. დაადგინეს, რომ გასაგზავნი კომისიის წევრებისთვის მიღებული ყოფილიყო დღიური ხარჯი სამიდან ხუთ თუმნამდე და ბილეთის ფასი მესამე კლასიდან პირველამდე, რაც უნდა ეცნობებინათ სამინისტროებისთვის. ხელი მოაწერეს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ, საქმეთა მმართველმა და მდივანმა გრ. რობაქიძემ.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გზათა სამინისტროს ბრძანებები, დოკუმენტების წინასწარი რევიზიის წესები, სალიკვიდაციო ჯილდოს კანონის შესრულების ინსტრუქცია და მიმდინარე მიმოწერა ფონდი 1881 | ანაწერი 1 | საქმე 5
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 2383 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/2383]; წვდომის თარიღი: 2019-09-21