ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23839

ფაქტი 23839

1912 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საკითხი თუ რა ფასებში უნდა გაეყიდათ რვეულები. ასევე წარმოადგინეს ცნობა, რომ ყველა მაღაზიაში ასი რვეული ღირდა 2.40 მან, ათასი რვეული 23 მანეთი, 2 ცალი კი 1 შაური. სწორედ ამ ფასებში მოუთხოვია თელავის განყოფილებასაც რვეულების შესყიდვა. გამგეობამ დაადგინა, რომ 100 რვეულის ფასი უნდა ყოფილიყო 12 აბაზი, ათასი რვეულის 23 მანეთი და 1 რვეულის 1 შაური. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23839; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .