1912 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს სოფელ კლდეეთის სკოლის მასწავლებლის ილია ჭავკოტაძის განცხადება, რომ მას შეუდგენია 10 ცალი ცხრილი, რომელიც, მისი აზრით გაადვილებდა კითხვის პროცესის შეთვისებას და თუ გამგეობა თანახმა იქნებოდა თავისი ხარჯებით დაებეჭდა ეს ცხრილები, ის ერთ კომპლექტზე მხოლოდ 25 მანეთს ითხოვდა, თუ არადა ეს ცხრილები 10 სექტემბრამდე უკან უნდა გაეგზავნათ ავტორისათვის. გამგეობამ ცხრილების გადამოწმება დაავალა ლუარსაბ ბოცვაძესა და სერგი გორგაძეს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 23840 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/23840]; წვდომის თარიღი: 2019-09-18