ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23846

ფაქტი 23846

1912 წლის 7 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ შექმნა კომისია, რომლის წევრები იყვნენ: ლუარსაბ ბოცვაძე, დავით კარიჭაშვილი და შიო დედაბრიშვილი. მათ საზოგადოების განყოფილებათა მაღაზიებში წიგნით ვაჭრობის შესახებ წესების შედგენა დაევალათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23846; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .