ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23854

ფაქტი 23854

1912 წლის 19 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს სამტრედიის განყოფილების თხოვნა, რომ სურდათ ას თუმნამდე კრედიტის გახსნა განყოფილებასთან არსებული წიგნის მაღაზიებისთვის ღია ანგარიშით. გამგეობამ დაადგინა, რომ მათ უნდა წარმოედგინათ მაღაზიის შემოსავალ-გასავალი, ვაჭრობის რაოდენობა და ცნობები მაღაზიის შესახებ. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23854; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .