1912 წლის 21 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა ძველი სენაკის საოჯახო კომიტეტმა, რომ სენაკის სკოლა გადაეცათ ქუთაისის სათავადაზნაუროსათვის. გამგეობამ დაადგინა, რომ ქუთაისის თავადაზნაურობისათვის და საადგილ-მამულო ბანკისთვის მიეწერათ სენაკის სკოლის ვითარება და ეთხოვათ შეეტყობინებინათ გამგეობისთვის თუ რას მოიმოქმედებდნენ სენაკის სკოლის მატერიალურად უზრუნველყოფისათვის. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 23856 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/23856]; წვდომის თარიღი: 2019-08-25