1912 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს გორის განყოფილების გამგეობის წევრ ნიკოლოზ ლომოურის განცხადება, რომ გორის ქალთა სახელოსნო სკოლისთვის სადაც 400 ქალი სწავლობდა წიგნების გაგზავნა მეტად საჭირო და აუცილებელი იყო, რადგან ეს სკოლა დიდ როლს თამაშობდა მოსწავლეების განვითარებასა და განათლების მიღებაში.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 23879 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/23879]; წვდომის თარიღი: 2019-06-26