1912 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა იასონ ციციშვილმა, რომ გადაეცათ მისთვის „ფიქრის გორის“ ერთ კუთხეში მდებარე 50 საჟენი მიწა, სადაც ააშენებდა ერთსართულიან სახლს, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დარჩებოდა ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებას. გამგეობამ დაადგინა, რომ ეს თხოვნა ალექსანდრე ყიფშიძის მოხსენებითურთ გაეგზავნათ მუზეუმის ამშენებელი კომიტეტისთვის და მათ წარმოედგინათ თავიანთი მოსაზრება ი. ციციშვილის თხოვნის შესახებ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 23960 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/23960]; წვდომის თარიღი: 2019-09-19